Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Call for documents for the Scholarship

თსუ იურიდიული ფაკულტეტი იურიდიულ ფორმებთან თანამშრომლობით აცხადებს 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სახელობით სტიპენდიებს.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისების მიზნით მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე იურიდიულ ფირმებთან/იურისტებთან თანამშრომლობით და მათი ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს სახელობით სტიპენდიებს.

 

2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასტიპენდიო კონკურსებია:

 

  1. ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ადვოკატისს, სამართლის დოქტორის ირაკლი ყანდაშვილის მხარდაჭერით გაიცემა ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია [სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ორი სტიპენდია;
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3ZzstPE
  2. „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის ირაკლი ყანდაშვილის მხარდაჭერით გაიცემა ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია [საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ერთი სტიპენდია;
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3l236He
  3. მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ბიუროს მხარდაჭერით გაიცემა თინათინ წერეთლის სახელობის სტიპენდია [სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ერთი სტიპენდია;
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3mgNAaM
  4. MG Law-ის მხარდაჭერით გაიცემა გიორგი (ზოზო) ნანეიშვილითი სახელობის სტიპენდია [სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ერთი სტიპენდია; სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3JqscsF
  5. შპს ,,მომავლის იურისტთა გუნდის“ მხარდაჭერით გაიცემა იროდიონ სურგულაძის სახელობის სტიპენდია [სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ერთი სტიპენდია;
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3KZ6vkY
  6. იურიდიული ფირმა „JG Counselors“-ისა და იურიდიული ფირმა MKD-ს მხარდაჭერით გაიცემა სერგო ჯორბენაძის სახელობის სტიპენდია [სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ორი სტიპენდია;
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3EW15mK
  7. იურიდიული ფირმა "JG CONSULTING"-ის მხარდაჭერით გაიცემა ფატი გოკიელის სახელობის სტიპენდია [იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ერთი სტიპენდია;
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3ZmeI6O
  8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, პროფესორ, სამართლის დოქტორ ლადო ჭანტურიას სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი - [სამართლისა და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის] - ერთი სტიპენდია.
    სასტიპენდიო პირობები - https://bit.ly/3Ylj9xu

 

სახელობითი სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თითოეული სასტიპენდიო კონკურსის გასწვრივ მითითებულ ლინკზე.

 

გაითვალისწინეთ, სტუდენტს შეუძლია სემესტრის განმავლობაში გამოცხადებულ მხოლოდ ორ სასტიპენდიო კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, სტუდენტს, რომელიც ერთხელ მაინც გახდება სახელობითი სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებული, არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სხვა სასტიპენდიო კონკურსში.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 06 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე (law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ სასტიპენდიო კონკურსის პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტები.

 

შეტყობინების თემის ველში, აუცილებელია მიუთითეთ იმ სახელობითი სტიპენდიის დასახელება, რომელშიც იღებთ მონაწილეობას. კონკურსის პირობების შესახებ გაცნობებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად:

 

  1. წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ეტაპი და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე კონკურსანტების შეფასება და საუკეთესო კონკურსანტების გამოვლენა გასაუბრების ეტაპზე გადასვლის მიზნით;
  2. გასაუბრება.

 

კონკურსი მიმდინარეობს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის სახელობითი სტიპენდიის გაცემის წესის შესახებ რეგლამენტის შესაბამისად.

 

იხილეთ  - ,,ხშირად დასმული კითხვები” - https://bit.ly/3l21UUg

 

გისურვებთ წარმატებას!